როგორ "ვმართოთ" მამაკაცი ისე, რომ მისი თავმოყვარეობა არ შევლახოთ?
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ.
ზოგიერთ სტატიაში შემოგთავაზებთ: კითხვა - პასუხის ფორმატის რუბრიკას, მსმენელისგან დასმულ კითხვებს და ამომწურავ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, რადგან სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც ხდება მსგავსი მოვლენები და აქედან გამომდინარე, ამ ფორმატით სტატია ძალიან ინფორმაციული და შედეგიანი იქნება.
სტატია პასუხგაუცემელ კითხვებზე დაგაფიქრებთ და დაგანახებთ გამოსავალსა და მოგვარების გზებს.
მსმენელისგან დასმული კითხვა: შეიძლება თუ არა, ან რამდენად საჭიროა ვმართოთ ქმარი? როგორ გავაკეთოთ ეს სწორედ, ისე, რომ მისი მამაკაცური თავმოყვარეობა (ეგო) არ შევლახოთ?
პასუხი: მართვის ნებისმიერი მცდელობა პირად ურთიერთობაში - ეს არის ადამიანის კონტროლის სურვილი, იმისათვის, რომ მან გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გსურთ. ეს კი არის სხვის თავისუფლებაში ჩარევა, რაც განაპირობებს ადამიანის პირადი სივრცის დარღვევას.
• თავისუფლება,
• უსაფრთხოება,
• სიყვარული
• სიამოვნება
ეს ის საბაზისო მოთხოვნებია ადამიანისთვის, რომელიმეს აქედან დარღვევაც კი მის ფსიქო - ემოციურ ტანჯვას იწვევს, აქედან გამომდინარე, თქვენ განსაჯეთ რამდენად კონფლიქტური და უსიამოვნოა თქვენი საყვარელი ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა. ჯანსაღი პირადი ურთიერთობა კი დაფუძნებულია ზუსტად აქ ჩამოთვლილი მოთხოვნებისგან... თუმცა არის საკითხები, როდესაც ქალი აუცილებლად უნდა ჩაერიოს და ამას დავარქვათ:
• არა მართვა არამედ, "მიმართულების მიცემა“
მიმართულების მიცემა ქმრისთვის მოვალეობაც კი არის, ყველასთვის ნაცნობი გამონათქვამიც კი ამას მოწმობს: "ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას“. ძლიერი მამაკაცი ქვეცნობიერის დონეზე ყოველთვის ისეთ ქალს ეძებს, რომელიც "მიმართულებას მისცემს“ და ყოველთვის გაურბის ისეთ ქალს, რომელიც ცდილობს მის მართვას და გაკონტროლებას, ეს ერთგვარი მანიპულაციაა, რაც შორს არის ჯანსაღი ურთიერთობისგან.
თუ ქალი მართავს მამაკაცს, ასეთი დამოკიდებულებებით დიდს ვერაფერს მიაღწევს. კარგი ცხოვრების შესაქმნელად, კაცი მთელ პასუხისმგებლობას ცოლისკენ გადაამისამართებს, რადგან ამით მიანიშნებს: "რადგან შენ მართავ, კი ბატონო, გითმობ“.
ხოლო, როდესაც ქალი მიმართულებას აძლევს მეუღლეს, მას ქვეცნობიერ დონეზე შეუძლია ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნა, კონტროლის ნაცვლად უზიარებს ქალურ სიბრძნეს, არ გასცემს ბრძანებებს, უზიარებს თავის ქალურ ძალას - იგრძენით განსხვავება ამ ორ დამოკიდებულებას შორის.
"გსურდეს მართო, აკონტროლო" და "მიმართულების მიცემა“ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებას ქნის პირად ურთიერთობაში.
რადგან ქალს გააჩნია შექმნის ენერგია, მამაკაცისთვის მიმართულების მიცემა, შედეგიანია. "ცოლი კისერია, ქმარი თავი“ - კისრის მსგავსად, ქალს ყველა მხრივ შეუძლია მიატრიალოს მეუღლე და დაანახოს ასეც შეიძლება, ასეც... დაე მან იმოქმედოს!