თეგებით ძიება

ორსულობასთან დაკავშირებული მითები VS ფაქტები

პერსონალური ფიტნეს ტრენერი ნინო ჩერქეზიშვილი, გთავაზობთ საინტერესო სტატიას ორსულობასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე.

ორსულობის დადებითი ტესტი და გარშემომყოფების გაპრაფესორება ერთია. ვისაც უმართლებს და თანამედროვე განათლების მქონე გინეკოლოგი ჰყავს ხომ კაი, ვისაც არა, კი ხალხის გამოგინილი მითების ამარაა! ⁣⁣
⁣⁣
⁣⁣მითი 1️⃣: ეხლა შენ ორმაგად უნდა იკვებო!
⁣⁣ფაქტი: ორმაგად კვება გამოწვევს ჭარბი წონის მატებას, რომელიც პირიქით, საფრთხეს უქმნის თქვენს და თქვენი პატარის ჯანმრთელობას! კვებას უმატებთ მეორე ტრიმესტიდან და იღებთ ~ 300/350 კალორიით მეტს დღეში, ხოლო მესამე ტრიმესტრში ~ 450/500 კალორიით მეტი დღეში. ანუ თუ თქვენი ნორმაა 2000 კალორია, მეორე ტრიმესტრიდან დაიწყებთ 2350 კალ მიღებას დღეში. ⁣⁣
⁣⁣
თუმცა თუ ორსულობა უკვე მომატებული წონით დაიწყეთ, სავარაუდოდ გაწერილი სტანდარტები თქვენთვის არ იქნება მართებული. უნდა აკონტროლოთ კონკრეტულად თქვენთვის საჭირო მატების შუალედი. ⁣⁣
⁣⁣
მითი 2️⃣: არ დაიტვირთო ფიზიკურად, სექსი აკრძალულია! ⁣⁣
⁣⁣ფაქტი: დღეში მინიმუმ 30 წთ ორსული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური კუნთოვანი და აერობული ვარჯიშების ბალანსით. რაც შეეხება სექსს, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, არ არსებობს პენისი, რომელიც მიაღწევს ბავშვის მდებარეობამდე. ასე რომ ბავშვი ვერ ხვდება თქვენ ზამბარიან მატრასზე ხტუნაობთ, თუ სექსით ხართ დაკავებული! ⁣⁣
⁣⁣
რა თქმა უნდა თუ არის ორსულობის თანმხლები გართულებები, ორივე შემთხვევაში გჭირდებათ ექიმის ნებართვა.
⁣⁣
მითი 3️⃣: კონკრეტული ბოსტნეულის ან ხილის მიღებით ნაყოფი მოიშლება (მაგ: ჯანჯაფილი (ჯინჯერი), ციტრუსები/ტროპიკული ხილი).⁣⁣
⁣⁣ფაქტი: ნაყოფის მოშლა უკავშირდება ვირუსებს, ინფექციებს ან ქრონიკულ დაავადებებს. დადგენილი კვლევებით ჯანჯაფილის ნახარში ორსულს ეხმარება ტოქსიკოზის შემცირებასა და საკვების გადამუშავებაში. თუ რაიმე სახის ალერგიები არ გაწუხებთ, მიირთვით ყველაფერი ზომიერად. რაც მეტ მრავალფეროვნებას მისცემთ ხილს და ბოსტნეულს, მით უკეთესი ორგანიზმის ვიტამინებით შევსებისთვის. ⁣⁣
⁣⁣
მითი 4️⃣: ყავა არ შეიძლება!⁣⁣
⁣⁣ფაქტი: კოფეინის მიღება უნდა დაიყვანოთ მინიმუმზე მაგრამ დღეში 200 მგ-მდე კოფენი არ დააზარალებს ნაყოფს. ანუ 2 ჭიქამდე ყავა ან 4 ჭიქამდე ჩაი ????????‍♀️⁣⁣
⁣⁣
მითი 5️⃣: არ შეიძლება თევზი!⁣⁣
⁣⁣ფაქტი: უნდა ერიდოთ თევზს, რომელიც შეიცავს ვერცხლის წყალს, ასევე ერიდეთ უმ თევზს, ხორცს ან კვერცხს. დანარჩენი პირიქით, გჭირდებათ რომ ორგანიზმმა მიიღოს ომეგა 3 ის მარაგი.

სტატიის ავტორი: Cherry\'s Fitness


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა