"ნათესავები ვართ, საჩივარი უკან გამოვიტანეთ" - გარდაბანში გატაცებული გოგონას ოჯახი
გარდაბნის სოფელ ნაზარლოში 23 წლის ბიჭის მიერ მოტაცებული არასრულწლოვანი გოგონას ოჯახმა საჩივრი გამოიტანა.
გოგონას მამა აცხადებს, რომ ოჯახებს შორის შერიგება მოხდა. მისი თქმით, არ უნდა ნათესავ ოჯახთან ურთიერთობა დაიძაბოს, თუმცა არ აპირებენ რომ შვილი გამტაცებელს მიათხოვონ.
"ჩემი ქალიშვილი მაშინ წაიყვანეს, როდესაც სახლში არ ვიყავით, მათი ოჯახი ჩვენი ახლო ნათესავია, რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენთან და უარი ვუთხარი, ჩემი ქალიშვილი ჯერ 15 წლისაა, 5 დღეა ეს ამბავი მოხდა, იმ დღესვე ვუჩივლეთ და გოგო დაგვიბრუნეს. რადგან ნათესავები ვართ, საჩივარი უკან გამოვიტანეთ, თუმცა გოგოს მათ არ გავატანთ, მორჩა ეს ამბავი", - ამბობს არასრულწლოვანის მამა, ფერმან ბაბაევი "მთავართან".
ადგილობრვები ამბობენ, რომ ოჯახები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
ცნობისთვის, 23 წლის ბიჭმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გოგო გაიტაცა. შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. 2005 წელს დაბადებული გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის პოლიციამ 4 პირი უკვე დააკავა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:newposts.ge