თეგებით ძიება

ახლა უნდა მოვთხოვოთ "ტვიტერს" და "ფეისბუქს" სააკაშვილი აკრძალონ - ირაკლი კაკაბაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება და მოუწოდებს სოციალური ქსელების ადმინიტრაციას, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად, დაბლოკონ სააკაშვილის გვერდი ძალადობრივი მოწოდებების გამო.

"ეს არის ერთ-ერთში ტრამპის განცხადება. ეს არის შეფარული მოწოდება ძალადობისაკენ. პუტინის მოგზავნილი სააკაშვილი იგივეს აკეთებს საქართველოში, რაც პუტინის მოგზავნილმა ტრამპმა გააკეთა ამერიკაში. თუ ტვიტერმა და ფეისბუქმა აკრძალეს ტრამპი – ახლა უნდა მოვთხოვოთ მათ რომ სააკაშვილი აკრძალონ. და არა მარტო მათ – მეინსტრიმ მედიამაც უნდა აკრძალოს ეს წამქეზებული და მკვლელი (ეს მკვლელობები უკვე ჩადენილი აქვს პრეზიდენტობის დროს). ამერიკაში FBI-იმ დაიწყო დაპატიმრებების დიდი სერია, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებს იჭერენ და მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა უკვე აღიარა, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, რომელსაც პირადად ტრამპი ხელმძღვანელობდა. ჩვენთან კი ტრამპის ბიზნეს პარტნიორი და უკვე ყოფილი დიქტატორი ხელმძღვანელობს ამ წაქეზების კამპანიას. ეს კაცი დასაჭერია – გასასამართლებელი კიდევ ერთი მუხლით – და მისი ყველა ხელშემწყობი. ეს ადამიანები მშვიდობიან მოქალაქეებს სიცოცხლეს არ გვაცლიან. ეს ყველაფერი კი ხელს აძლევს მხოლოდ ერთ კაცს – პუტინს. ჩააჩუმეთ და დაიჭირეთ ეს სახელმწიფო დამნაშავე! და ამავე დროს მისი ყველა ხელშემწყობი – მომხრეს არ ვგულისხმობ – არამედ კონსპირაციაში მონაწილე ყველა პირი! ესენი აპირებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვას. არ დაიმსახურა საქართველომ ეს.”

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: “ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ თავისი ხმა, თავისი უფლებები და დავაძლევინოთ სიღარიბე და უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა