თეგებით ძიება

განშორების შემდგომ დაწყებული «გლოვა» - როგორ გავუმკლავდეთ მას?! - რჩევები პერსონალური ქოუჩისგან

გულგატეხილობის განცდა შეიძლება ითქვას, რომ გლოვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რაც იმუნიტეტის დაქვეითებასაც კი იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ უძილობაზე, სტრესზე, უმოქმედო მდგომარეობაზე, შფოთვაზე და აშ..

ამქვეყნად, აი სწორედ ახლაც, უამრავი ადამიანი იტანჯება იმით, რომ შესაძლოა მიატოვეს, დაკარგა... ეტკინა და აშ...

პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ თვალი გაუსწოროთ სიმართლეს და ასევე, შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ შეძლოთ ცხოვრების გაგრძელება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ.

როგორ ვებრძოლოთ ამ ტკივილს?! რწმუნებულებები ნამდვილად არ საჭირო იმისთვის, რომ ეს რეალურად ძალიან მტკივნეულია...

თუმცა, ჩვენ, სულერთია ეს ქალი იქნება თუ მამაკაცი, უნდა შევძლოთ, რომ გავუმკლავდეთ როგორც შეგვიძლია და როგორც არ შეგვიძლია ისეც...

დაშორების შემდეგ ადამიანი ხშირად კონცენტრირდება იმ მოვლენებზე, რაც იყო მათ შორის შესანიშნავი, ათვალიერებს ძველ ფოტოებს, იხსენებს საყვარელ ადგილებს, შეხვედრებს, ერთად სიცილს თუ ბედნიერებას და ეს უფრო აღრმავებს იმ ტკივილის მდგომარეობას, რაშიც იგი მოცემულ მომენტში იმყოფება...

არ არის სასიამოვნო სათქმელი კონცენტრირდით უსიამოვნო დეტალებზე, რაც შეიგრძენით თქვენი ურთიერთობით და გამოცდილებად მიიღეთ იგი თქო, მაგრამ თუ გვინდა რომ «გადავრჩეთ, გავუმკლავდეთ» მაშინ როდესაც დაშორებას განიცდით, გტკივათ, მოსვენებას გიკარგავთ, თამამად შეგიძლიათ გაიხსენოთ ზუსტი მიზეზები:
ის, თუ როგორ გჭირდებოდათ და არ იყო?!
როგორ არ და ვერ გაგიგოთ?!
როგორ გაგაწბილათ?!
გატკინათ?!
თავი მარტო გაგრძნობინათ!

დამიჯერეთ, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რომ თქვენ მოხვედით ამ კონკრეტულ მოცულობამდე ასე და რაც ტკივილს გაყენებდათ, უბრალოდ, როგორც გონიერმა ადამიანმა, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ განთავისუფლებულიყავით ტკივილისგან და კარი გაგეღოთ სიმშვიდისთვის თუ სიხარულისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს და რომელსაც იმსახურებთ....

თუმცა მანამ, სანამ თქვენ სავსე იქნებით თქვენი უკვე დასრულებული ურთიერთობის იმ კადრებით, როცა ყველაფერი შესანიშნავად იყო, თქვენ გაგიჭირდებათ გაუშვათ ურთიერთობა, რომელიც უკვე ფიზიკურად დასრულებულია, რალურად გაუშვათ თქვენი გონებიდან...

მუდამ დაგაშანტაჟებთ თქვენი გონება, განცდები თუ თავად არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, არ გააცნობიერებთ და საკუთარ თავს არ გამოუტყდებით, როგორ გატკინათ, რომ რაც მტკიოდა გავუშვი და მე ვარ თავისუფალი, მშვიდი და ბედნიერი საკუთარი გადაწყვეტილებით!

ასევე შეცდომაა დროის მინდობა და დრო დაალაგებს დამოკიდებულება..

იმ დროს, როდესაც ჩვენ ტკივილს განვიცდით, უმოქმედობა საკუთარი თავის ღალატიც კი არის...

და რომელია ამ დროს საჭირო მოქმედები?!

1. საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება და სიყვარულის გაგზავნა, რომ მე ვარ შესანიშნავი
2. საკუთარი თავის გამხნევება
3. ახალი ჰობის შეძენა და «გადართვა» თუნდაც მცირე დროებით
4. რაც შეიძლება მეტი საქმით დაკავება, ფიქრისთვის რომ ნაკლები დრო დაგრჩეთ
5. ბევრი ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე, ვარჯიში
6. მოწესრიგებული ძილი აუცილებლად
7. საკუთარი თავისთვის მადლობის გადახდა იმ ყველაფრისთვის, რაც შეძელით, შექმენით, გამოგივიდათ, გააკეთეთ, საკუთარი მნიშვნელოვნების გაცნობიერება და მადლიერება
8. ზრუნვა გარშემომყოფებზე, იცით მანამ სანამ თქვენ საკუთარი არცთუისე სასიამოვნო ფიქრებით იყავით დაკავებული, ტიროდით, განიცდიდით და აშ... გარეთ ცხოვრება გრზელდებოდა და იმ ცხოვრებაში თქვენ თქვენს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს ძალიან სჭირდებოდით....
9. მეგობრები და ახალი ადამიანების გაცნობა
10. კითხვა, ფილმები, სიცილი,,,,

და აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მავნებლური რაც შეიძლება გავუკეთოთ საკუთარ თავს, ეს არის როგორც ზემოთ ავღნიშნე, ახალდაშორებული პერიოდის დროს, ვიხსენებდეთ მუდამ იმ სასიამოვნო მომენტებს რაც გვქონდა, აგრეთვე გამუდმებით შევდიოდეთ მის სოციალურ ქსელში და ვათვალიერებდეთ მის ფოტოებს, სიახლეებს. აგრეთვე მუდამ მასზე გვესაუბრებოდნენ ახლობლები და კვლავ ვღებულობდეთ მასზე უამრავ ინფორმაციას...

ეს წერილი ეკუთვნის მათ, ვინც უკვე ზუსტად გადაწყვიტა რომ ურთიერთობა დისფუნქციური იყო და ლოგიკურად იგი დასრულდა და ახლა უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება.

ხოლო მათ, ვინც არ იცით როგორ მოიქცეთ, თქვენს ურთიერთობაში არის ბევრი ისეთი რამ, რაც გაბედნიერებთ, მაგრამ იმატა უსიამოვნებებმა, ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ, იმისთვის რომ გყავდეთ ერთმანეთი!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა