თეგებით ძიება

სიყვარულის ყვავილი - მცენარე, რომელსაც ოჯახში ბედნიერება მოაქვს

უძველესი დროიდან, ადამიანები ზოგიერთ მცენარეს სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. მათ ცოცხალ არსებებად თვლიდნენ, რომლებსაც სული და ხასიათი აქვთ და შეუძლიათ მფლობელი და მისი საცხოვრებელი დადებითი ენერგიით აავსონ. ოთახის ზოგ მცენარეს კი მფლობელისთვის იღბალის მოზიდვა და სიყვარულით სავსე ოჯახის შექმნა შეუძლია.

მცენარე, რომელსაც ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე მოაქვს
ოთახის ყვავილებს შეუძლიათ შეყვარებულებს გრძნობების შენარჩუნებაში დაეხმარონ. მაგალითად, სპატიფილუმი ცნობილია, როგორც ქალური ბედნიერების ყვავილი. როგორც ამბობენ, ამ მცენარის სახლში შეტანისას, მარტოხელები აუცილებლად იპოვნიან მეორე ნახევარს, ხოლო ახალგაზრდა ოჯახი თუ ბავშვზე ოცნებობს, ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა. სპატიფილუმი პოზიტიურად იმოქმედებს ურთიერთგაგებასა და სიყვარულზე.

ამ ყვავილს ოჯახში ნდობა და ურთიერთგაგება მოაქვს. მისი საძინებელში შეტანით, ქორწინებაში ღალატის წინააღმდეგ ერთგვარი დამცავი ეკრანი იქმნება. ის ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზებას და ბედნიერებას. დაქორწინებულ წყვილს სპატიფილიუმი საშუალებას მისცემს ბედნიერი მშობლები გახდნენ.

ეს მცენარე სიყვარულს გასცემს და ითხოვს
ყვავილის პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ სპატიფილიუმი სიყვარეულს გასცემს და ოთხოვს. ამიტომ მცენარეს სითბო და ყურადღება არ უნდა მოაკლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს საკუთარ „მაგიურ“ თვისებებს. თქვენი ყვავილი სხვა ხელში არ უნდა მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საკუთარი ბედნიერების ნაწილიდაკარგოთ.

სპატიფილუმი კარგად გრძნობს თავს ოთახის ტემპერატურაზე, არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები და მისთვის შესაფერისი ადგილი ჩრდილოეთის ფანჯრებია. კარგად იტანს მშრალ ჰაერს, მაგრამ ზამთარში გამათბობლებს მოარიდეთ. სპატიფილუმის ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მიწა ყოველთვის ნესტიანი ჰქონდეს.
და ბოლოს, სპატიფილუმი სასარგებლო მცენარეა. მაგრამ ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში ზიანის მიყენებაც შეუძლია. ამიტომ, სპატიფილიუმი მოარიდეთ პატარა ბავშვებს, რომლებიც ყველაფერს გემოს უსინჯავენ და შინაურ ცხოველებს. ხოლო, თუ მისთვის დაზიანებული ფოთლების მოჭრას ან ქოთნის გამოცვლას გადაწყვეტთ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ.

მირტი
მირტი ახალგაზრდა წყვილებში პოპულარულია, როგორც საქორწილო საჩუქარი. ითვლება, რომ სახლს, რომელშიც მირტი ხარობს, ოჯახური ჰარმონია არ დატოვებს იმ და წყვილი სიყვარულსა და ჰარმონიაში იცხოვრებს.

ამბობენ, რომ თუ პატარძალმა თავად გაზარდა მირტი და მცენარის ტოტები ქორწილში, სტუმრებს ჩამოურიგა, მისი ქორწინება წარმატებული და ხანგრძლივი იქნება. სასურველია, რომ ოჯახური ბედნიერების ყვავილი ლამაზ ქოთანში მოათავსოთ.

მირტს ოჯახის კომფორტის, კეთილდღეობისა და ფინანსური წარმატებისთვის მადლიერების სიტყვების მოსმენა უყვარს. საპასუხოდ, ყვავილი მის მფლობელებს კიდევ უფრო მეტი ხალისით დაეხმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა