თეგებით ძიება

რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში - ადვოკატის განცხადება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენებები არ შეუცვლია.

ჭკადუას თქმით, ბრეგვაძემ გამოძიების ეტაპზე გარკვეული დეტალები დააზუსტა და ის დღესაც მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგადაა ცნობილი თოთოეული მისი ჩვენება, ის გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, მეორე დაკითხვისას უბრალოდ გარკვეული დეტალები დააზუსტა. ის უპასუხებს ყველა კითხვას, რაც დასმული იქნება, იაკობი უკვე ამ სასამართლო პროცესზე პროკურორების მიერ დაკითხულია, მხოლოდ დარჩენილია დაცვის კითხვები. მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დღესაც მზად არის, გასცეს პასუხები“, - განაცხადა ჭკადუამ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ საღამოს პროკურატურაში. ჭკადუას თქმით ბრეგვაძეს მისი ფოტოაპარატის განათების წამოღება სურდა უწყებიდან. .

„თუ რატომ არ ვიყავი მასთან ერთად პროკურატურაში, ის არ იკითხებოდა, მას ფოტოაპარატის განათება სჭირდებოდა, რადგან ეს მისი პროფესიული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მას ავუხსენი, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა, არ დაუბრუნებდნენ, მან მაინც თხოვა უწყებას და მათგან უარი მიიღო“, - განაცხადა ჭკადუამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა