თეგებით ძიება

"მას ბოსელში ცხოვრება მოსწონს, მე კი არა ის თავად მცემდა!" -ჯიჯეთში მცხოვრებ ქალს პოლიციამ 96 წლის მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერა

რძალს 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. პოლიციამ სოფელ ჯიჯეთში მცხოვრებ მარინა ახალაურს შემაკავებელი ორდერი უკვე გამოუწერა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ახალაური ირწმუნება, რომ მოხუცი თავად ძალადობდა მასზე. მეტიც, რძალი ამტკიცებს, რომ 96 წლის კაცსს ბოსელში ცხოვრება მოსწონდა.

"აგერ ჩემს სახეს შეხედეთ - მუშტი დამკრა მამამთილმა, მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახია ფიზიკური, მორალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მულის გარდაცვალების შემდეგ აქეთ გადმობარგდა, აქ სახლი გალესილია, იატაკი აქვს, ჭერი აქვს - მერე რა, რომ ბოსელზეა მიბმული. ჩემი მამამთილი პროფესიონალი მწყემსია, მთელი თავისი ცხოვრება ეგეთ სახლში კი არა, როცა ის მწყემსობდა, უარესშიც ცხოვრობდა, მას აქ მოსწონს, რომ იყოს. ჩვენ არ გამოგვიგდია", - განაცხადა ძალადობაში ბრალდებულმა მარინა ახალაურმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

96 წლის ვარდო თათარაშვილის შვილიშვილი ნიკოლოზ თათარაშვილი ძალადობას კატეგოიულად უარყოფს.

„აქეთ სცემა დედაჩემი გუშინ. ეს მოხუცი გვიჩივის, უნდა რომ ყველაფერი გაყიდოს და გაგვიშვას ჩვენ აქედან. ეს სახლი თანასაკუთრებაშია. 96 წლის არის და აუქციონი რა არის საერთოდ ისიც არ იცის, მე როგორც მივხვდი, ადვოკატი ურევს გონებას”, - განაცხადა ნიკოლოზ თათარაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა