თეგებით ძიება
14. 01. 2021 მსოფლიო

მეცნიერების დამაიმედებელი დასკვნა- " მათ ვისაც კოვიდ-19 გადატანილი აქვთ, 5 თვის განმავლობაში ვირუსისგან დამცველი იმუნიტეტი უყალიბდებათ"

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ იმ ადამიანების რომელთაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ, მათი ორგანიზმი სულ მცირე 5 თვის განმავლობაში ხელახალი ინფიცირებისგან დაცული იქნება.

მეცნიერთა აზრით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ხელახლა ინფიცირების რისკი 83 %-ით დაბალია იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ არ დაავადებულან კოვიდ 19-ით, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მეორადი ინფიცირების რისკი არსებობს და ამის არაერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირებულია. საუკეთესო თავდაცვით საშუალებად ამ დრომდე რჩება სახლში დარჩენა და საიზოლაციო წესების დაცვა ვირუსისგან თავდასაცავად. ამის შესახებ წერს BBC.

ზემოხსენებულ კვლევას ხელმძღვანელობდა პროფესორი სუზან ჰოპკინსი, რომელმაც განაცხადა, რომ შედეგები იმედის მომცემია- ვირუსისგან თავდაცვის იმუნიტეტი იმაზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, ვიდრე ამას საწყის ეტაპზე ვარაუდობდნენ. მისი თქმით, თუ ადამიანს უკვე გადატანილი აქ ვირუსი და ხელახლა დაავადდება, მის ორგანიზმში ინფექციის პროგრესირება მძიმედ არ მოხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოსალოდნელია სიმპტომების ვერ შემჩნევა და დაავადების სხვისთვის გადაცემა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა