თეგებით ძიება

თუ 5 ნიშნიდან 1 მაინც გეცნობათ, სავარაუდოდ, გადაგიყვარათ

ფსიქოლოგების აზრით, ბევრი ქალ პარტნიორს აიდეალებს, რის გამოც რეალობის გრძნობას კარგავს და ვერ ხვდება სინამდვილეში რა გრძნობები აქვს მამაკაცებს მის მიმართ. მამაკაცის მხრიდან მომავალ სიგნალს ურთიერთობის დასრულების სურვილზე ქალები ხშირად დაღლილობას, დეპრესიას ან ბანალურ სიზარმაცეს უკავშირებენ.
მოდით ვნახოთ ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ მამაკაცმა თქვენს მიმართ ინტერესი დაკარგა.

1. მუდმივად უარს ამბობს სექსზე
თუ ინტიმურ ურთიერთობაზე უარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება, სანერვიულო არაფერი გაქვთ (ყოველ შემთხვევაში, გრძნობებთან დაკავშირებით), მაგრამ თუ პარტნიორი ჯანმრთელია და ასეთი მდგომარეობა კვირების ან თვეების მანძილზე გრძელდება, შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გაქვთ.

შეიძლება მას ინტიმური ურთიერთობა სიამოვნებას აღარ ანიჭებს და ამას მოვალეობის გამო გაკეთება არ სურს.

2. ურჩევნია დროის სხვა ადამიანებთან გატარება
ადამიანი, რომელსაც პარტნიორის მიმართ გრძნობები აღარ აქვს, ცდილობს რაც შეიძლება ხშირად გავიდეს სახლიდან და მეგობრებს, კოლეგებს და ნათესავებს შეხვდეს. თუ მასთან ერთად წასვლას მოინდომებთ, შეუძლება უხალისოდ დაგთანხმდეთ ან უარი თქვას იმ მოსაზრებით, რომ ამ კომპანიაში შეიძლება მოგწყინდეთ.

3. მუდმივად გაღიზიანებულია და უხეშობს
გაუგებრობა და კამათი ნებისმიერ წყვილში შეილება მოხდეს, მაგრამ თუ ასეთი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა, ეს შეიძლება ისევ გრძნობების გაციების ნიშანი იყოს.
გამორიცხული არ არის, რომ გაღიზიანება სხვა მიზეზითაა გამოწვეული, მაგალითად: პრობლემები სამსახურში, უფულობა, დეპრესია და ა.შ. დასკვნების გაკეთებამდე ჯობს თქვენს პარტნიორს ესაუბროთ და თქვენს მიმართ გრძნობებზე პირდაპირ ჰკითხოთ.

4. თქვენი პრობლემები აღარ აღელვებს
შეყვარებული მამაკაცები პასუხისმგებლობას იღებენ. თუ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვთ და ის უარს ამბობს ან თავს გაჩვენებთ, რომ არ ესმის, ეს გაცვეთილი გრძნობების კიდევ ერთი ნიშანია.
თუ მამაკაცი მხოლოდ უმნიშვნელო პრობლემებს არ აქცევს ყურადღებას, ყველაფერი დაკარგული არაა. სცადეთ მას უფრო სერიოზული საკითხით მიმართოთ, მაგალითად, თქვენი ავტომობილის შეკეთება თხოვეთ. თუ მას ნამდვილად უყვარხართ, ავტომობილის დაზიანებისმიზეზით მაინც დაინტერესდება.

5. ის თქვენზე ფულს ზოგავს
თუ თქვენი ნებისმიერი შენაძენი ან ფულთან დაკავშირებული ქმედება აღიზიანებს, ეს სიყვარულის ნაკლებობის კიდევ ერთი ნიშანია. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმ შემთხვევაზე, როდესაც ოჯახს ფული საკვებისთვისაც არ ჰყოფნის.
თუ მამაკაცი ფულის ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ თქვენ უმნიშვნელო საჩუქრებითაც აღარ განებივრებთ და ფულს ყოველდღიური საჭიროებებისთვისაც არ გაძლევთ, ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად გაქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა