90-იანი წლების დაბრუნება - ე.წ. კომენდანტის საათის დროს რუსთავში სუპერმარკეტის გაქურდვა სცადეს, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი
უკონტროლოდ გაზრდილი კრიმინალი - კომენდანტის საათის დროს რუსთავში სუპერმარკეტის გაქურდვა სცადეს. ბოროტმოქმედებმა სალაროს გახსნა ვერ მოახერხეს და ადგილიდან მიიმალენ. შემთხვევისას ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომელსაც მძარცვლებეი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"დაცვა მოვიდა მერე კი, მაგრამ იმათ გაასწრეს... არა თანხა არ არის წაღებული, სალარო ვერ გახსნეს", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრადო დახმარების, კრიმინალური და საპატრული პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
წყარო:newposts.ge