თეგებით ძიება

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც კასპში 2 მძევალი აიყვანა, რუსეთში გადასვლას ითხოვდა - შს მინისტრის მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში 2 მძევალი აიყვანა, რუსეთში გადასვლას ითხოვდა.

მისი თქმით, თავდამსხმელი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.

"მისი მოთხოვნა იყოს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს, მიეყვანათ მანქანა და აპირებდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიმართულებით. იგი საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ მან განცხადებით მოგვმართა, მას კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა. ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 2018 წელს წავიდა სამსახურიდან. ყველა ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლება, არ დაზიანებულიყო არავინ და ღონისძიება წარმატებით დასრულდა," - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე.

"კურიერის" ინფორმაციით, კასპში მდებარე ქვის საამქროში შეიარაღებულ პირს 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი საამქროს მფლობელია და მან მძევლად მისი მეწილეები აიყვანა. უთანხმოება სწორედ ბიზნესს უკავშირდება. ინფორმაცის დილიდან გახდა ცნობილი, თუმცა "კურიერი" მძევლის გათავისუფლებამდე სამართალდამცველებისა და დაკავებულის მოლაპარაკებების პროცესს საგანგებოდ არ გადასცემდა პირდაპირ ეთერში, რათა ოპერაციას ხელი არ შეშლოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა