თეგებით ძიება

"რა არის მასში ისეთი, რაც მე არ მაქვს?" - ცოლები საყვარლების წინააღმდეგ

"რა არის მასში ისეთი, რაც მე არ მაქვს?" - ეს კითხვა ბევრ ქალს უჩნდება, რომელიც ქმრის ღალატის წინაშე აღმოჩნდა. ვნახოთ, რით განსხვავდებიან ცნობილი მამაკაცების მიტოვებული ცოლები და ქალბატონები, რომლებიც განქორწინების მიზეზად იქცნენ.

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი

"რა არის მასში ისეთი, რაც მე არ მაქვს?" - ცოლები საყვარლების წინააღმდეგ


ჯონი დეპი და ვანესა პარადი



ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის რომანი 2012 წელს, „რომის დღიურის“ გადაღებებზე დაიწყო. სწორედ ემბერი გახდა ჯონი დეპისა და ვანესა პარადის განშორების მიზეზი და ამ უკანასკნელმა მოღალატე ქმრისგან 160 მილიონი დოლარი მიიღო. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვანესასა და ჯონის სიყვარულის ულამაზესი ისტორია ოდესმე დასრულდებოდა.

ინტერვიუებში ჯონი ყოველთვის სიყვარულით საუბრობდა თავისი ორი შვილის დედაზე, მაგრამ ვანესასთან 14 წლიანი სამოქალაქო ქორწინების შემდეგ ჰერდთან ოფიციალურად იქორწინა. 2016 წელს, 15 თვიანი ქორწინების შემდეგ ემბერმა განქორწინება მოითხოვა და მიზეზად "გადაუჭრელი წინააღმდეგობები" დაასახელა.

მელ გიბსონი და რობინ მური



მელ გიბსონი და ოქსანა გრიგორიევა



პიანისტი ოქსანა გრიგორიევა მსახიობ მელ გიბსონის ცხოვრებაში ნამდვილ განსაცდელად იქცა. თავიდან მას ეჩვენებოდა, რომ მისმა ცხოვრებამ ახალი აზრი შეიძინა: მიატოვა ცოლი, რობინ მური, რომელთანაც 28 წლიანი თანაცხოვრება და შვიდი შვილი აკავშირებდა, დაიწყო გრიგორიევას მუსიკალური ალბომის წარმოება და კიდევ ერთი ქალიშვილის დაბადებისთვის ემზადებოდა, მაგრამ მსახიობს ახალი ცხოვრება ძალიან ძვირად დაუჯდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, ის ახალგაზრდა ცოლს დაშორდა, რომელმაც გამუდმებულ ცემაში დაადანაშაულა და კომპენსაციის სახით ასტრონომიული თანხები მოითხოვა. საბოლოოდ, მელ გიბსონმა ყოფილ ცოლს 400 მილიონი დოლარი გადაუხადა, ყოფილ საყვარელს კი 60 ათასი დოლარი და თითქმის გაკოტრდა, რადგან ჰოლივუდი მოძალადეებს როლებს არ სთავაზობს.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი



ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი



ამბავი, თუ როგორ წაართვა ჯოლიმ ჯენიფერ ენისტონს ქმარი, 2006 წელს მაისურების მწარმოებლების მუზად იქცა და მილიონობით დოლარის შემოსავალი მოუტანა. (მაისურები წარწერით Team Aniston და Team Jolie)

ანჯელინა ყველა ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ოჯახების ნგრევა მისი ჰობი არაა და ენისტონთან ქორწინებით დაღლილმა პიტმა „მისტერ და მისის სმიტები“ გადაღებაზე მისი მოხიბვლისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა ეს არავინ დაიჯერა.

პიტთან შეხვედრამდე, ანჯელინა მამაკაცთა გულთამპყრობელის რეპუტაციით სარგებლობდა. ეკრანზე საბედისწერო ლამაზმანების როლის შემსრულებელი ცხოვრებაში ცნობილი იყო სხვების ქმრებზე „ნადირობით“ და უცნაური ქორწინებით ბილი ბობ ტორნტონთან, რომელიც მსახიობ ლორა დერნს „წაართვა“.

პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა



პრინცი ჩარლზი და ჰერცოგინია კამილა პარკერ ბოულსი



როცა ერთმანეთი გაიცნეს, დიანა 16 წლის იყო. მაშინ ტახტის მემკვიდრეს სასიყვარულო ურთიერთობა დიანას უფროს დასთან, სარასთან ჰქონდა. სარასთან დაშორებისთანავე, ჩარლზმა ყურადრება მის უმცროს დაზე გადაიტანა და დაასკვნა, რომ ის თავად სრულყოფილებაა. დიანა შესანიშნავია! 1981 წლის 6 თებერვალს დიანა ჩარლზის წინადადებას დათანხმდა და 29 ივლისს ისინი წმინდა პავლეს ტაძარში დაქორწინდნენ.

ორი მშვენიერი შვილის დაბადების მიუხედავად, წყვილის ოჯახური ცხოვრება უიღბლო აღმოჩნდა. 80-იან წლებში ჩარლზმა განაახლა თავისი ხანგრძლივი რომანი გათხოვილ ქალბატონთან, კამილა პარკერ-ბოულზთან, რომლის შესახებ დიანამ ქორწილის შემდეგ შეიტყო. ღალატით შეურაცხყოფილი დიანა ცხენოსნობის ინსტრუქტორს ჯეიმს ჰივიტს დაუახლოვდა. ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობამ იმატა, როცა მედიაში მეუღლეების საყვარლებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა. ინტერვიუებში ჩარლზი და დიანა ოჯახის დანგრევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

„ჩემს ქორწინებაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო", - სევდიანად ხუმრობდა პრინცესა. დაიანა 1997 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ კი ჩარლზი კამილაზე დაქორწინდა.

სტინგი და ფრენსის ტომელი



სტინგი და ტრუდი სთაილერი



მუსიკოსის რომანი მსახიობთან ორივეს ძვირად დაუჯდა: დაოჯახებულ, ახალგაზრდა მამასთან ურთიერთობამ ქალის კარიერა და რეპუტაცია შეიწირა. ტრუდის გამო, სტინგმა ცოლი 1982 წელს, თითქმის მეორე შვილის დაბადებისთანავე მიატოვა. წყვილს თავზე საზოგადოების გაკიცხვა და აღშფოთება დაატყდა. ზედმეტი ყურადღება რომ თავიდან აეცილებინათ, შეყვარებულებმა ქორწილზე უარი თქვეს. ტრუდიმ და სტინგმა ურთიერთობა განქორწინებიდან 10 წლის შემდეგ დააკანონეს. ამ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა