პარიზული ვნებები - 8 საუკეთესო ეროტიკული ფილმი საფრანგეთიდან
ღვინო, კრუასანი და ფრანგული კოცნა... ამ უკანასკნელზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. უქმეებისთვის გვინდა, 8 ფრანგული ეროტიკული ფილმი შემოგთავაზოთ.
დღის ლამაზმანი, 1967 წელი
კლასიკა, რომელმაც 1967 წელს "ოქროს ლომი" მიიღო. მდიდარი მაზოხისტი ფრანგი ქალი სამუშაოდ ბორდელში მოეწყობა. დღე თავის ფანტაზიებს ახორციელებს, ღამე კი ოჯახში ბრუნდება.
ადელის ცხოვრება, 2013 წელი
ფილმი ჟული მაროს რომანის, "ცისფერი ყველაზე თბილი ფერის" მიხედვით გადაიღეს. უფროსკლასელ ადელს ცისფერთმიანი ემი შეუყვარდება. ფილმში უხვადაა ლესბოსური სიყვარულის სცენები. უნდა ითქვას, რომ ფილმი რომანის ავტორს არ მოეწონა.
ემანუელა, 1974 წელი
ეს პირველი ეროტიკული ფილმია, რომელიც ბნელ საბჭოთა კავშირში აჩვენეს. სხვათა შორის, ფილმის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ფილმს მწირი ბიუჯეტი ჰქონდა, ეპიზოდებში გადამღები ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.
არ იყურო დაბლა, 2008 წელი
მამის გარდაცვალების შემდეგ 19 წლის ელოისი მთვარეული გახდა. თავად განსაჯეთ, რა შეიძლება მას დაემართოს ღამღამობით. ის, რა თქმა უნდა, შემთხვევით მოხვდება ელვირას ოთახში, რომელიც ვნებიან სიყვარულს აზიარებს.
მწარე მთვარე, 1992 წელი
რომან პოლანსკის მელოდრამა ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომლებიც ლაინერზე თავგადასავლების მოყვარულ წყვილს გაიცნობენ. ფილმში ზოგჯერ დაძაბულობა პიკს აღწევს. ფილმის მორალია: სანამ იკითხავ, დაფიქრდი, მართლა გსურს პასუხის გაგება.
ორპირი საყვარელი, 2017 წელი
ფრანსუა ოზონის ეროტიკული თრილერი ჰალუცინაციებსა და სექსზეა. მოდელი ფსიქოანალიტიკოსთან სეანსზე ჩაეწერება. ცოტა ხანში ისინი საყვარლები გახდებიან. ყველაფერი იდეალურადაა, სანამ მოდელი არ გაიგებს, რომ ფსიქოანალიტიკოსს ტყუპისცალი ძმა ჰყავს.
აუზი, 2003 წელი
ოზონის კიდევ ერთი ფილმი. ფსიქოლოგიური დრამა ინგლისელ მწერალ ქალზე, რომელიც გამომცემლის სახლში მის სექსუალურ ქალიშვილს გაიცნობს. ფანტაზია და რეალობა ერთმანეთში გადაჯაჭვული, კიდევ მკვლელობა და, რა თქმა უნდა, სექსი.
ლედი ჩატერლეი, 2006 წელი
ომიდან დაბრუნებული, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ქმარი ცოლს საყვარლის გაჩენას შესთავაზებს. არჩევანს მეტყევეზე შეაჩერებენ. რომანტიკული სექსი წვიმის ქვეშ და ყვავილები, რა თქმა უნდა, დიდხანს არ გასტანს.
მეოცნებეები, 2003 წელი
ევა გრინის დებიუტი სცენაზე. მოქმედება 1068 წლის პარიზში ვითარდება. ამერიკელი მეთიუ პარიზში ფრანგული ენის გასაუმჯობესებლად ჩადის და და-ძმას გაიცნობს, რომელთა ურთიერთობაც... თუმცა, თუ ყველაფერი მოგიყევით, რაღა გამოვა?..
marao.ge