ჯაბა კანკავა სათამაშოდ საფრანგეთში დაბრუნდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა სათამაშოდ საფრანგეთში დაბრუნდა.
კანკავა ლიგა 2-ის "ვალენსიენის" ღირსებას დაიცავს. კანკავასა და კლუბს შორის ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
34 წლის საყრდენი ნახევარმცველი ფრანგულ გუნდში 6 ნომერი იქნება.
"ვალენსიენს" საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.