კასპში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
კასპში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს სსკ-ს 144 მუხლის მეორე ნაწილით წარუდგენენ, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხობს. როგორც მისი უფლებადამცველი ქეთევან გაგოევა აცხადებს, მენაბდიშვილი მესამე დღეა შიმშილობს და უარს აცხადებს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებაზე:
"გუშინდელი ინფორმაციით, ის კიდევ შიმშილობს. როგორც დროებითი იზოლატორის ექიმმა განმარტა, ის მედიკამენტების მიღებაზეც აცხადებს უარს... ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს", - განაცხადა მენაბდიშვილის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მენაბდიშვილი 16 იანვარს კასპში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ქვის საამქროში მძევლები აიყვანა, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი ავტომობილსა და რუსეთში უსაფრთხო გადასვლას ითხოვდა.
წყარო:newpost.ge