ამოღებულია 19 შეკვრად დაფასოებული ფსიქოაქტიური ნივთიერება -შსს-მ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო
გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი - 1996 წელს დაბადებული მ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ი.ბ დააკავეს.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,ალფა PVP" ამოიღეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი ნივთმტკიცებად
ამოღებულია ბრალდებულების მიერ შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა
ადგილზე განთავსებული, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება "ალფა PVP". – წერია უწყების განცხადებაში.
წყარო:newpost.ge