"ვერც ერთი მოწმე ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში"- მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში - 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.ს- ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სასამართლოში დასაკითხი დაზრალებული ვახტანგ ახვლედიანი მთავარ გარემოებაზე, თუ რა შემხებლობა ჰქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შაქარაშვილთან, ვერ ამბობს.
მისივე განცხადებით, აქამდე დაკითხული ვერც ერთი მოწმე ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში.
„მიუხედავად იმისა, რომ ახვლედიანს არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება აქვს გამოძიების პერიოდში მიცემული, მთავარ გარემოებას, რომ მას დაენახა ბრალდებულების, არასრულწლოვნის და შაქარაშვილის ერთმანეთთან რაიმე შემხებლობა, არ ამბობს. გასაგებია, რომ იქ ჩხუბის დროს იყო გინება, მაგრამ აქ მთავარი ერთი რამაა - რა შემხებლობა ჰქონდათ ამ პირებს შაქარაშვილთან, შეხვდნენ თუ არა მას, რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები შაქარაშვილმა და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამაზე არც ერთი მოწმე არ საუბრობს, მათ შორის, არც ახვლედიანი“, - აცხადებს გელხაური.
წყარო:newposts.ge