რუსთავში, 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა
რუსთავში გვიან ღამით, 13 წლის გოგო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ჯერ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი თბილისში იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
ექიმის განცხადებით მოზარდი კონტაქტურია. მას მრავლობითი მოტეხილობა კიდურების არეში აღენიშნება. ამ ეტაპზე გოგო კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.