თეგებით ძიება
20. 01. 2021 სპორტი

ლიონელ მესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ლიონელ მესი, რომელმაც საკლუბო კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და თანაგუნდელებს „კორნელიასთან" სამეფო თასისა და „ელჩესთან" ლა ლიგის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის ფინალში „ბილბაო“-„ბარსელონას“ შეხვედრის ბოლოს მომხდარ ეპიზოდზე იმსჯელა, როდესაც არგენტინელმა ფორვარდმა ასიერ ვილიალიბრეს თავში ხელი ჩაარტყა და მთავარმა არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ „ბარსელონას“ კაპიტანი გააძევა.

იმ შემთხვევაში, თუ მესის საქციელს განზრახ აგრესიად ჩათვლიდნენ, რეგლამენტის მიხედვით, მას ოთხიდან თორმეტ მატჩამდე გამოტოვება ემუქრებოდა, თუმცა დისციპლინარულმა კომიტეტმა ასეთი მკაცრი სასჯელის გამოტანისგან თავი შეიკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა