მკვლელობა ოზურგეთში - საკუთარ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, 55 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, დანით არის ჩადენილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მიმდინარეობს გამოძიება.