თეგებით ძიება

"შესაძლოა, ერთმანეთის პირისპირაც აღმვჩნდეთ, არ ვიცი, როგორ მოიქცევა, რას მკითხავს" - გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო

გიორგი გაბუნიას მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
პროცესზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდენ გიორგი გაბუნია და ვასამბეკ ბოკოვი.
გიორგი გაბუნიასა და ვასამბეკ ბოკოვის გარდა, დღეს დაიკითხება "მთავარი არხის" გენდირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გაბუნიას დაცვის წევრი.

"თუ ბოკოვი დაესწრება დღევანდელ პროცესს, შესაძლოა, ერთმანეთის პირისპირაც აღმვჩნდეთ, არ ვიცი, როგორ მოიქცევა, რას მკითხავს", - ამბობს გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა