თეგებით ძიება

"მკვლელები არიან... თქვენ საფლავზე ძაღლიც კი არ მივა..." - გიორგი შაქარაშვილის დედა

"მკვლელები არიან... თქვენ საფლავზე ძაღლიც კი არ მივა" - ასე მიმართავს გიორგი შაქარაშვილის დედა, თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი მკვლელობაში ბრალდებულებს. თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლის დაკითხვის სტენოგრამას "ნოდარ მელაძის შაბათი ავრცელებს".

ჩანაწერის მიხედვით, თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ბრალდებულს მიმართავს: "ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. კარგად დაიმახსოვრე მისი სახე".

"მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები",- ამბობს შავ­ლაშ­ვი­ლი განსასჯელის სკამზე მყოფი 5 პირის შესახებ.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა. მოგვიანებით მისი ცხედარი მდინარეში აღმოაჩინეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა