თეგებით ძიება

"კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი" - გიორგი შაქარაშვილის დედა მკვლობაში ბრალდებულს

"ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. ლარგად დაიმახსოვრე მისი სახე"."- ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლმა, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს. თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლის დაკითხვის სტენოგრამას "ნოდარ მელაძის შაბათი" ავრცელებს.

ჩანაწეის მიხედვით, თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ბრალდებულებს მიმართავს: "ჩემი შვილის საფლავზე ამ დრომდე ხალხის ნაკადი არ წყდება, თქვენ საფლავზე კი ძაღლიც კი არ მივა.

"მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები"- ამბობს შვილმოკლული დედა დაკითხვისას.

ჩანაწერში ისმის ბრალდებულის სიტყვა - "ვნახოთ", რაზეც თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ამბობს: "იმუქრები?... შენ ხარ მკვლელი, შენი უნდა მჯეროდეს და ამირხანაშვილის არა?!".

ანაწერის მიხედვით, გარდაცვლილის დედამ მოსამართლეს მიმართა და ბრალდებულების უმკაცრესი წესით დასჯა მოსთხოვა. თამარ შალვაშვილის თქმით, მისთვის პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებები საკმარისია.

„ჩემი სახელით, ჩემი მეუღლის, რომელიც, მართლა, რამდენჯერმე ძლივს სიკვდილს გადაურჩა, მართლა ოჯახი გაგვინადგურეს ამათ, ბებია 5 თვეში უკან მიჰყვა ბავშვს დარდისგან, გამომდინარე აქედან, ჩემთვის საკმარისია ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურას აქვს, მოვითხოვ მკაცრს არა, უმკაცრეს სასჯელს, ჩემთვის ეს 5 ადამიანი დამნაშავეა, დამნაშავე კი არა მკვლელები არიან! საზოგადოებისთვის საშიშები! უდანაშაულო ბავშვებს მისდევდნენ, არ იცოდნენ ვის კლავდნენ. ბავშვი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო და მომიკლეს, ხალხო, დაბადების დღეზე წავიდა 21-ე საუკუნეში ანგელოზი ბავშვი, რა მდგომარეობაში ვიქნები წარმოიდგინეთ. უცხო ხალხი მწერს დღემდე, ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ აქ ზიხართ ახლა!“- განაცხადა თამარ შალვაშვლმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა