დეპუტატისთვის ნაგავის გადაყრის გამო, შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 239-ე და 156-ე მუხლებთ დაიწყო, რაც დევნას და ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელმა დეპუტატს თავზე ნაგავი გადააყარა.