სენსაცია - კონორ მაკგრეგორი ნოკაუტით დამარცხდა (ვიდეო)
აბუ-დაბიში მიმდინარე UFC 257 ტურნირზე სენსაცია მოხდა - ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორი ამერიკელმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
UFC -ის ორგზის გამარჯვებული, კონორ მაკგრეგორი თავიდან პირველ რაუნდში სიტუაციას აკონტროლებდა, თუმცა მეორე რაუნდში ტეკნიკური ნოკაუტით წააგო. აღსანიშნავია, რომ ეს ირლანდიელისათვის პირველი ტექნიკური ნოკაუტია.
სპორტსმენების პირველი შეხვედრა 2014 წელს შედგა. მაშინ მაკგრეგორს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად არასრული 2 წუთი დასჭირდა.