დუისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირ გაურგაშვილს პატიმრობა შეეფარდა
პანკის სოფელ დუისში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირ გაურგაშვილს პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხიზირ გაურგაშვილსა და იბრაჰიმ ქავთარაშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა საკუთარ ცოლთან ახლო კავშირში მეზობელი დაადანაშაულა. ბრალდების ამ ნაწილს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და განაცხადა, რომ კონფლიქტი წარსულში მომხდარ წყენას უკავშირდება.
პროცესზე გაურგაშვილმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა.
პანკისში მკვლელობა 17 იანვარს მოხდა.