დეპუტატისთვის ნაგავის თავზე გადაყრისთვის, ირაკლი ფანგანი დააკავეს
დეპუტატისთვის ნაგავის თავზე გადაყრის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი, ირაკლი ფანგანი პოლიციამ დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ა/ო ,,ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი დააკავეს გუშინ მომხდარი ფაქტის გამო...
ბათუმის პოლიციამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა ადამიანის დაკავების გამო , რომელიც იმყოფებოდა ოფისში, სამუშაო რეჟიმში და საკუთარი ფეხით ცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელმა, თავზე ნაგავი გადააყარა.