მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთავარ მწვრთნელად 21 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
მან გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას ჩაუყარა საფუძველი. მისი აღზრდილები არიან ფალავნები, მათ შორის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების მიზეზ ახალი კორონავირუსი გახდა.