თეგებით ძიება

მოკლე ფროიდისტული ტესტი: რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში?

თანამედროვე წყაროებში უამრავი ტიპის ტესტი შეგხვდებათ, რომლის შესრულების შემთხვევაში ბევრ ახალ დეტალს შეიტყობთ საკუთარ თავზე. თუმცა ზედაპირული ტესტების გარდა არსებობს გაცილებით ღრმა ფსიქოლოგიური კითხვები. მათზე პასუხის გაცემა კი უფრო ღრმად გაგაცნობთ საკუთარ დაფარულ ბუნებას.

ჩვენ დღეს გთავაზობთ განსხვავებული ტიპის ფროიდისტულ ტესტს. ამას თქვენთვის ფსიქოანალიტიკური დანიშნულება ექნება. მაშ ასე, გიწვევთ არაცნობიერ გონებაში სამოგზაუროდ. მოთავსდით კომფორტულად, მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი, გამორთეთ ლოგიკა, ჩართეთ წარმოსახვა და დაიწყეთ!

1. თქვენ იყურებით ზღვაში. რას გრძნობთ?
2. სეირნობთ ტყეში და იყურებით მიწაზე. რას ხედავთ? დაწერეთ თქვენი შეგრძნებები.
3. უყურებთ თოლიების ფრენას თქვენ თავს ზემოთ. რას გაგრძნობინებთ ეს?
4. უყურებთ მორბენალ ცხენებს. რა ემოციები გეუფლებათ?
5. ხართ უდაბნოში, თქვენ წინ კედელია. მას ბოლო არ უჩანს. კედელში პატარა ნახვრეტია. მის მიღმა ოაზისს ხედავთ. რას გააკეთებდით?
6. უდაბნოში ხეტიალისას, უეცრად იპოვით წყლით სავსე თასს. რას მოიმოქმედებთ?
7. ღამით ტყეში დაიკარგეთ. უეცრად იპოვეთ განათებული სახლი. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდით.
8. თქვენ ნისლში ხართ და ვერაფერს ხედავთ. რისი გაკეთება მოგინდებოდათ პირველად?

მოკლე ფროიდისტული ტესტი: რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში?


რას ნიშნავს თქვენი პასუხები

1. ეს თქვენი დამოკიდებულებაა ცხოვრებასთან, ემოციებთან და სურვილებთან.
2. ეს არის თქვენი განცდები ოჯახის წევრების მიმართ.
3. თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.
4. თქვენი დამოკიდებულება კაცების მიმართ.
5. ეს არის პრობლემების გადაჭრის თქვენებური სტრატეგია.
6. ასე ირჩევთ სექსუალურ პარტნიორს.
7. თქვენი მზაობა დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის მიმართ.
8. თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.

genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა