იტალიაში საქართველოს მოქალაქე სუნამოს მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს
ქურდობის მცდელობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
46 წლის მამაკაცი ქალაქ ვერონაში 200 ევროს ღირებულების სუნამოს მოპარვის დროს უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, თუმცა თავდაპირველად დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ბრალდებული გაიქცა.
დაცვის სამსახურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც 46 წლის კაცი ქურდობისთვის შემთხვევიდან მალევე დააკავა.
დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
"მთავარი არხი"