10 ცნობილი მსახიობი, რომელთა კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო
ჩვენ არაერთი მსახიობი ვიცით, რომლებმაც პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში შესრულებული როლებით მოიპოვეს.
კირსტენ დანსტი - მსახიობმა კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო: 1989 წელს ის ფილში „ნიუ-იორკულ ისტორიებში“ გადაიღეს. ფილმის რეჟისორი გახლდათ ვუდი ალენი, ფორდ კოპოლა და მარტინ სკორსეზე. გარდა ამისა, დანსტი ადამიან ობობაზე გადაღებულ სამ ფილმში მონაწილეობდა.
კრისტენ სტიუარტი - მას ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში შესთავაზეს გადაღება ფილმში „13 წელი“. მსახიობის ყველაზე ცნობილი როლი კი გახლაბთ - ბელა, საგაში „ბინდი“.
რაიან რეინოლდსი - 1991 წელს რეინოლდსი გადაიღეს ტელესერიალში „თხუთმეტი“, სადაც ის თავისივე ასაკის მოზარდს თამაშობდა. მაშინ ის ზუსტად 15 წლის იყო.
ლეონარდო დიკაპრიო - მსახიობი პირველად ეკრანებზე 5 წლის ასაკში გამოჩნდა: 1979 წელს ან მონაწიეობა მიიღო საბავშვო პრროგრამაში „Romper Room and Friends“. რამდენიმე წლის შემდეგ კი ლეო ტელესერიალების „ზრდის პრობლემები“ და „ახალი ლესი“ გმირი გახდა.
ნატალი პორტმანი - ნატალი პორტმანი პირველად 13 წლის ასაკში გადაიღეს ფილმში „ლეონი“ (1994 წელი). მან მატილდას როლი ითამაშა.
კრისტიან ბეილი - 12 წის ასაკში ის მინი-სერიალის ვარსკვლავი გახდა. სერილის „ანასტასია: ანნას საიდუმლო“ ერქვა. (1986წელი).
რიზ უიზერსპუნი - 1991 წელს 15 წლის რიზმა ფილმში „ადამიანი მთვარეზე“ პატარა, მაგრამ საინტერესო როლი ითამაშა.
ხოაკინ ფენიქსი - მსახიობი პირველად ეკრანზე ფილმში „სამი ძმის სამი საცოლე“ გამოჩნდა (1982 წელი), როცა ის ჯერ კიდევ 8 წლის იყო.
რაიან გოსლინგი
- მისი კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. პირველი მისი როლი იყო სერიალში „გეშინია სიბნელის?“
ელაიჯა ვუდი - 8 წლის ასაკსი მას ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ, ესენი იყო: მიუზიკლი „პოლა აბდული“, ტრილოგიის მეორე ნაწილი „უკან წარსულში“ და კრიმინალურ დრამაში „შინაგანი საქმეები“. მსახიობის ყველაზე ცნობილი როლია - ფროდო ბეგგინსი ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი“.