გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს გური ამირხანაშვილი დაიკითხება
მცხეთისრაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი განახლდება.
დღევანდელ პროცესზე საქმის ე.წ. ოქროს მოწმეს, დაზარალებულ გური ამირხანაშვილს დაკითხავენ.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს.
ცნობისთვის, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე ე.წ. ოქროს მოწმემ, გური ამირხანაშვილმა სხვადასხვა შინაარსის ჩვენება მისცა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლომ მისი ჩვენებები მტკიცებულების სახით არ უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადოს.