თეგებით ძიება

რა დაავადებებზე მეტყველებს თქვენი სახის კანი

კანი ლაკმუსის ქაღალდივითაა - რეაგირებას ახდენს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე. აქედან გამომიდინარე, მისი მდგომარეობა სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებს.

ფერის ცვლილება


ფერმკრთალი კანი - შესაძლოა ანემიაზე მიანიშნებდეს.

მოყვითალო ფერის კანი - კუჭნაწლავისა და ღვიძლის პრობლემაზე მეტყველებს.

ბრინჯაოსფერი შეფერილობა (თუ ეს არ არის რუჯი) - თირკმელების ცუდად მუშაოობაზე მიუთითებს.

მოწითალო სახის კანი - ეს შესაძლოა იყოს როზაცეა (კანის დაავადება). ზოგჯერ კი ასეთი რამ გულ-სისხლძარღვთა დაავადებასაც ახასიათებს.

მონაცრისფრო-მოყავისფრო კანი - სისტემურ ან ონკოლოგიურ დაავადებაზე მეტყველებს.



კანის სიმშრალე და ქავილი

შესაძლოა ამის მიზეზი მარტივად მოსაგვარებელი იყოს, რადგან არც თუ იშვიათად კანის სიმშრალეს და ქავილს ოთახში ჰაერის გამოშრობა იწვევს. გარდა ამისა, ეს სიმპტომები შესაძლოა აგრესიულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმაც გამოიწვიოს. თუმცა არ არის გამორიცხული, აღნიშნულ მდგომარეობას А, D, E ვიტამინების ნაკლებობაც იწვევდეს.


შავი წრეები თვალების გარშემო


ამის შესაძლო მიზეზებია ზედმეტად მარილიანი, ცხარე, ტკბილი, ცხიმიანი საკვები, რომლებიც ხელს უშლიან ორგანიზმიდან წყლის გამოყოფას. გარდა ამისა, ჩამუქებულ თვალებს სრულფასოვანი ძილის ნაკლებობაც იწვევს. ფერმკრთალი კანის მსგავსად, შეიძლება თვალების უცნაური ჩამუქება ანემიამაც გამოიწვიოს. კიდევ რამდენიმე მიზეზია: რკინის ნაკლებობა, თირკმელების პრობლემა და კომოიუტერთან დიდხანს მუშაობა.


კაპილარები სახის კანზე

ეს ნიშანი სისხლძარღვების შევიწროებაზე მეტყველებს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შესაძლოა კაპილარები ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებებმაც გამოიწვიოს.
გარდა ამისა, აუცილებელია გაიკონტროლოთ С, PP ვიტამინების დოზა. ნურც გენეტიკურ ფაქტორებს გამორიცხავთ.


პიგმენტური ლაქები


ეს მელანინის სინთეზის დარღვევაზე მიანიშნებს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, პიგმენტი კანზე არათანაბრად ნაწილდება და კანს აზიანებს. პიგმენტურ ლაქებს იწვევს ასევე ჰორმონალური დარღვევები, მაგალითად, ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში, ორალური კონტაცეპტივების მიღება. არ არის გამორიცხული ეს კანის მექანიკურმა დაზიანებამაც გამოიწვიოს, მაგალითად: სახლის პირობებში გამონაყარის გამორწყვამ, ამ თიტქოს უმნიშვნელო ჭრილობამ კანზე.


სიწითლე და ქავილი
პერიოდულად ამან სესაძლოა სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც შეაწუხოს, მაგრამ ზოგჯერ კანის ასეთი მდგომარეობა საკმაოდ ბევრ დაავადებას ახასიათებს: დერმატიტი, როზაცეა, მწვავე ალერგიული ჭინჭრის ციება.


ტუჩის კუთხეების გამოშროობა და ნახეთქები

ძირითადად ამის მიზეზს В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა წარმოადგენს. ასევე: საკვებისმიერი გაღიზიანება, ალერგია, ამინდი. მიზეზი შეიძლება გაცილებით სერიოზულიც იყოს: ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.


მოკლედ, დააკვირდით თქვენს სახის კანს და ის ბევრს მოგიყვებათ თქვენს ორგანიზმზე. ნუ შეუდგებით მდგომარეობის გამოსწორებას მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით, ყველაზე საუკეთესო ვარიანტში სასურველია მიმართოთ დერმატოლოგს ან ოჯახის ექიმს, რომელიც სრულფასოვან კვლევებს ჩაგიტარებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა