როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი? „მარგანცოვკა“ მოღალატე ქმრის გამოვლენაში დაგეხმარებათ
სამწუხაროდ, ეს ბევრი ქალისთვის აქტუალური თემაა, ამიტომ უმჯობესია, მზად ვიყოთ, რომ მსგავსი სიტუაციები არ დავუშვათ.
მაშ ასე, როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი?
ამბობენ, რომ ყველა დაქორწინებული მამაკაცი ერთხელ მაინც მდგარა ღალატის ცდუნების წინაშე. შეიძლება მამაკაცი საყვარელ ქალს დიდ დროს და ყურადღებას უთმობს და ცოლის გვერდით ერთგულებასა და მზრუნველობას ავლენს. ისიც დავუშვათ, რომ მამაკაცი იდეალური მეოჯახე მხოლოდ ცოლის თანდასწრებითაა და როგორც კი ცოლი სამუშაო ვიზიტით სხვა ქალაქში გაემგზავრება, „თავაწყვეტილი გართობისთვის“ მზადაა.
ბრძენი ქალი ღალატს შორიდანვე გრნობს და ამისთვის პომადის კვალი, სხვისი სუნამოს სუნი ან სისტემატიური დაგვიანება არ სჭირდება.
გახსოვდეთ, რომ მოღალატეს თვალები გასცემს. რა თქმა უნდა, არსებობენ ვირტუოზები, რომლებსაც ამის კონტროლიც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, არსებობს მთელი რიგი ნიშნები, რომლლებიც მოღალატეს ადვილად ამოიცნობენ.
რა თქმა უნდა, ეს ნიშნები 100%-ით ღალატის გარანტიას არ იძლევიან, თუმცა მათი არსებობის შემთხვევაში უფრო ყურადღებით უნდა იყოთ.
დაბნეულობა და დაღლილობა
თუ მამაკაცს უფრო და უფრო ხშირად ავიწყდება ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითად, ქორწინების დღე, დაბადების დღეები და ა.შ. შეიძლება ეს თქვენს ურთიერთობაში პირველი საგანგაშო სიგნალი იყოს, რომ რაღაც წესრიგში არაა. ამის გარდა, ყურადღება გმართებთ თუ ქორწილის ბეჭედი მოიხსნა და კარადის უჯრაში ჩადო ან სადღაც დაავიწყდა, დაღლილობის მიზეზით სექსზე უარს ამბობს და წვეულებებზე თქვეწნთან ერთად წასვლას ერიდება.
ინტიმური ურთიერთობის სურვილის შემცირებას შეიძლება ღალატის პირველი ნიშანი ვუწოდოთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამაკაცი მთელ ენერგიას სხვა ქალზე ხარჯავს.
უცნაური ქცევა
ფსიქოლოგების აზრით, ღალატის დროს მამაკაცის ქცევა იცვლება, თუმცა ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ვერ შენიშნოთ.
არსებობს 2 ვარიანტი:
1. ქმარი თავის ღალატში ცოლს ადანაშაულებს, რადგან ის თურმე სექსუალურად აღარ აკმაყოფილებდა. უხეში და აგრესიული ხდება. თუ ადრე ყოველი კონფლიქტის შემდეგ დათმობაზე პირველი მიდიოდა, ახლა უკან დახევას არ აპირებს. ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობს, რომ პირველად, ცოლმა უღალატა.
2. ქმარი ღალატში მთლიანად და მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს და ცოლის მიმართ უჩვეულოდ მოსიყვარულე და მზრუნველი ხდება - უამრავ საჩუქარს ჩუქნის და სასიამოვნო ადგილებში დაჰყავს. ასეთი ქცევით ის დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს.
უნდობლობა
აიღეთ მისი მობილური ტელეფონი ხელში და დააკვირდით მის რეაქციას. თუ არ ანერვიულდა და მომხდარზე მშვიდად რეაგირებს, ეს კარგი ნიშანია. ეს კარგია, მაგრამ თუ ტელეფონის ყოველი ზარის დროს ნერვიულობს, ხელიდან არ უშვებს და მუდმივად თან დააქვს, ეს გარკვეული უნდობლობის ნიშანია და ის რაღაცას გიმალავთ.
როგორც ცნობილია, პერსონალურ კომპიუტერში ვინდოუსის საერთო ანგარიშია. ის ქმნის ცალკე ანგარიშს და პაროლს ადებს იმ მიზეზით, რომ თქვენ ან თქვენმა სტუმრებმა შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი ფაილები წაშალოთ.
როდესაც სმს-შეტყობინება მოსდის, ცდილობს თქვენი თანდასწრებით არ გახსნას და გარკვეული მანძილით გშორდებთ, რომ ვერ წაიკითხოთ. ყოველ სმს-ზე ნერვიულობა ეტყობა და მტელეფონს მაშინვე ხელში იღებს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნიშანი მამაკაცის გაღიზიანებაზე და უნდობლობაზე მეტყველებს.
უცნაური რეაქცია ხუმრობებზე
ცოლ-ქმრულ ღალატთან დაკავშირებულ ხუმრობებზე და ანეკდოტებზე არაადეკვატურად რეაგირებს. ღალატის ნებისმიერი მინიშნება მტრულად აღიქმება. მაგალითად, კითხვამ როგორ მოხვდა ქალის თმა მის მაისურზე? ერთდროულად, აბნევს და აცოფებს. იბნევა და ცდილობს პირდაპირ პასუხს გაექცეს.
საწოლში სხვანაირად იქცევა
საწოლში განსხვავებულად იქცევა და სხვადასხვა ექსპერიმენტს მიმართავს, როცა ადრე ასეთი ინიციატივა არ გამოუჩენია. კითხვაზე - „ეს როდის ისწავლე?“ ღიზიანდება და ამბობს, რომ ფილმში ნახა, მეგობრებმა ასწავლეს და ა.შ.
სხვა შემთხვევაში, სრულიად საპირისპირო რამ ხდება. პირიქით, ის საწოლში ნაკლებად აქტიური გახდა. დილაობით კოცნა და ჩახუტება შეწყვიტა. თქვენს გარეგნობას აკრიტიკებს და უფრო უხეშად იქცევა.
უცხო სურნელი
შესაძლოა, მამაკაცს პერიოდულად, უცხო სუნამოს სუნი ასდიოდეს, მაგრამ ამის გამო სკანდალისმოწყობა საჭირო არაა. სანერვიულო მაშინ გაქვთ, თუ ამან სისტემატიური სახე მიიღო. ისიც უცნაურად ჩანს, როდესაც სახლში მოსვლისთანავე მამაკაცი აბაზანაში, შხაპისმისაღებად შედის ისე, რომ ოჯახის წევრებსაც არ ესალმება.თუმცა აქამდე ასე არ იქცეოდა.
თუ მის ტანსაცმელზე ქალის თმა აღმოაჩინეთ, თუ უცხო სუნამოს სუნი ასდის, ტანსაცმლით იძინებს, თითქოს ეშინია, რომ მის სხეულზე რაღაც არ ამოიკითხოთ, ყურადღებით იყავით.
იმიჯის მკვეთრი ცვლილება
ადრე საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა - მაისური, ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი მისი ყოველდღიური სამოსი იყო. ახლა კი თავს უვლის, სახლიდან გასვლამდე სარკესთან ტრიალებს და იმიჯი მთლიანად შეიცვალა. დილაობით ვარჯიში და სპორტულ დარბაზში სიარული დაიწყო. ნერვიულად რეაგირებს თქვენს სიტყვებზე, რომ ისეთი გიყვართ, როგორიცაა.
ჩვევების შეცვლა
სუნამო გამოიცვალა, უფრო ძვირადღირებული სიგარეტის მოწევა დაიწყო. მის მეტყველებაში გაჩნდნენ სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გოგონები იყენებენ. მისი ქცევა უფრო თამამი და გამომწვევი გახდა.
უკონტროლო ეჭვიანობა
მოულოდნელად დაიწყო ეჭვიანობა ყველა მამაკაცზე, რომელსაც იცნობთ. ცდილობს მიზეზი იპოვოს, რომ ღალატში გამხილოთ. მის ტელეფონში უამრავი ახალი ნომერი გაჩნდა.
თუ სახლში მოსვლას აგვიანებს, ზედმეტიკითხვების თავიდან ასაცილებლად კითხულობს - რა წამოგიღო ძვირფასო? სახლში ყვავილების თაიგული და საყვარელი შოკოლადები მოაქვს. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს, რომ ამ სიტუაციის შესახებ ნაკლები კითხვა დაისვას.
ჩაუტარეთ გამოცდა
და ბოლოს, (ეს ნაწილი განსაკუთრებით სახალისოა) გამოცდა ჩაუტარეთ. მაგალითად, უთხარით, რომ მისი ერთგულება ძველი ხალხური საშუალებით უნდა შეამოწმოთ. სამსახურიდან მოსულს სთხოვეთ, რომ თავისი საცვალი მოგცეთ. უთხარით, რომ მის ერთგულებას ხალხური ექსპერიმენტით შეამოწმებთ. ჩაუშვით საცვალი წყლიან ჯამში და გამოუცხადეთ, რომ თუ წყალი და საცვალი დილამდე ვარდისფერი გახდა, ის მოღალატეა. ღამით ჩუმად ადექით და წყალს ცოტაოდენი კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) ჩაუმატეთ, დილას კი მის რეაქციას დააკვირდით. თუ ხუმრობა და სიცილი დაიწყო, ის თქვენი ერთგულია, ხოლო თუ თავის მართლებას და ტყუილებს მოჰყვა, მოღალატეა.