გაყინული პელმენის გამო, ტაქსის მძღოლს პატიმრობა ემუქრება
26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაქსის მძღოლისა და მგზავრის საქმეს განიხილავენ.
მგზავრმა მძღოლს დანიშნულების ადგილზე მიყვანისას დალოდება სთხოვა. ტაქსის მძღოლმა 10 წუთიანი ლოდინის შემდეგ ადგილი დატოვა. სამი დღის შემდეგ კი მას პოლიცია დაუკავშირდა.
როგორც აღმოჩნდა, მგზავრმა ტაქსისტს უჩივლა, რადგან ავტომობილში გაყინული პელმენი დარჩა და ის მძღოლისგან მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო და პროკურატურა ტაქსის მძღოლისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. გაყინული პელმენის ღირებულება სულ 25 ლარია.