თეგებით ძიება

ფრაზები, რომლებიც საყვარელ კაცთან ჩხუბის დროს გამოგადგებათ

ფრაზები, რომლებიც საყვარელ კაცთან ჩხუბის დროს გამოგადგებათ. ეს ფრაზები ჩააქრობს მის გაბრაზებას და შერიგებაში დაგეხმარებათ:

„მოდი ცოტა ხნით შევისვენოთ, ყველაფერი გავაანალიზოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება“ - იქნებ თქვენ მხოლოდ ჯავრს იყრით ერთმანეთზე იმის გამო, რომ უბრალოდ დაიღალეთ ერთფეროვნებით და ცუდ ხასიათზე ხართ? ამიტომ ერთმანეთისგან ცოტა ხნით დასვენება დაგეხმარებათ ხასიათზე მოხვიდეთ და სწორად გაანალიზოთ თქვენი ურთიერთობა.


„მოდი, ერთად გავაანალიზოთ რაშია პრობლემა და ვეცადოთ ურთიერთობა არ დავაზარალოთ“ - ყველაზე საუკეთესო ვარიანტია სცადოთ ერთად აღმოაჩინოთ თქვენს ურთიერთობაში არსებული პრობლემა და ასევე ერთობლივად გაუმკლავდეთ მას.


„როდესაც ბრაზობ, შენ კიდევ უფრო მიმზიდველი ხდები“ - არ არის გამორიცხული ამ კომპლიმენტმა თქვენი რჩეულის ბრაზი მყისიერად ჩააქროს. კაცებს თბილის სიტყვები და კომპლიმენტები ქალებზე არანაკლებ უყვართ.


„კარგი, მე მესმის შენი და გეთანხმები“ - ზოგჯერ დათმობა საუკეთესო გამოსავალია ურთიერთობის შესანარჩუნებლად.


„დამეხმარე, გაგიგო“ - ხანდახან ორი ადამიანი სხვადასხვანაირად მსჯელობს და არ ცდილობს ერთმანეთის მოსმენას, ან რაიმეს ახსნას. თუ შენ ეცდები გაითვალისწინო საპირისპირო აზრიც და გაუგო მოსაუბრეს, არ არის გამორიცხული აზრების შეჯერება და შეთანხმებაც მოახერხოთ.


„უფრო ცუდი რაღაცებიც მომხდარა“ - თუ ტქვენს ცხოვრებაში უკვე ყოფილა პრობლემები და წინააღმდეგობები და ტქვენ ისინი გადალახეთ, მაშინ ეს ფრაზა საუკეთესო სტიმულია. ამით ტქვენ შეახსენებთ ერთმანეთს, რომ ცხოვრების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი როდია, მაგრამ „წვრილმანების“ გამო, არ ღირს ურთიერთობის გაფუჭება.


„მოდი ახლავე შევწყვიტოთ ჩხუბი!“ - ხანდახან არ არის საჭირო ჩაურღმავდეთ პრობლემებს. უბრალოდ იგნორი გაუკეთეთ მათ და გააგრძელეთ სიყვარულით ტკბობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა