3 ყველაზე ძლიერი ემოცია, რომელსაც ადამიანი მშობლის გარდაცვალების შემდეგ განიცდის
„ეს ბუნების კანონია“, „ეს ყველაფერი როდესმე უნდა მომხდარიყო“, „შენ გაუძლებ“... - ეს ის სიტყვებია, რითაც ძირითადად ამშვიდებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მშობლები დაკარგეს. მშობლის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულხართ რა გინდათ ცხოვრებისგან ამის შემდეგ.
დღეს მოგიყვებით 3 ყველაზე ძლიერი ემოციის შესახებ, რომელსაც ადამიანები მშობლის (ან მშობლების) გარდაცვალების შემდეგ გრძნობენ:
1. დაკარგულობის შეგრძნება
ამქვეყნად მოვლინების წამიდან, მშობლები ზრუნავდნენ თქვენზე და გიჩვენებდნენ სწორ გზას, ისინი გასწავლიდნენ ცხოვრებას და გეხმარებოდნენ დაბრკოლებების გადალახვაში. მათი გარდაცვალების შემდეგ, თქვენ გეუფლებათ დაკარგულობის შეგრძნება. განსაკუთრებით კი იმ მომენტში გიჭირთ, როცა მათთან ბევრი მოსაყოლი გიგროვდებათ და მათი რჩევა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ალბათ ძალიან დიდხანს შეგაწუხებთ, თუმცა დროთა განმავლობაში მიეჩვევით პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას.
2. მონატრება
მაშინაც კი, თუ თქვენ მშობლებთან არ ცხოვრობდით და იშვიათად ახერხებდით მათ ნახვას, მათი სიკვდილის შემდეგ აუცილებლად შეგაწუხებთ უსაზღვრო მონატრება და სევდა იმაზე, რომ მათ ვეღარასდროს ვეღარ ნახავთ. ამასტან შეგუებას წლები დასჭირდება, თუმცა მონატრება არსად წავა. უბრალოდ, მიეჩვევით ცაში ხშირად ყურებას და მათთან უხმოდ საუბარს.
3. დანაშაულის შეგრძნება
თქვენ არ ხართ დამნაშავე იმაში, რომ მშობლები „მიდიან“, მაგრამ მათი გარდაცვალების პარალელურად, რატომღაც ჩნდება დანაშაულის შეგრძნება. ეს დანაშაულის შეგრძნება არ ეხება თავად სიკვდილის ფაქტს, არამედ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, უფრო მეტად მოფერებოდით მშბობლებს სიცოცხლეში და უფრო მეტი დრო გაგეტარებინათ მათთან. ეს გრძნობა კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუ თქვენ ხართ უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც ისინი ბოლოს ნახა. ხომ არ შეგეძლოთ ყოფილიყავით უფრო კარგი შვილი? გაეცით კი საკმარისი სიყვარული? იქნებ უფრო ხშირად უნდა გენახათ? ან იქნებ თქვენი საქციელით როდესმე გული ატკინეთ? - ეს ის კითხვებია, რომელიც დიდხანს შეგაწუხებთ.
და ბოლოს, იცოდეთ, რომ მშობლისთვის შვილი ყველაზე ძვირფასია და მათ გულს შენთვის ყველაზე დიდი შეცოდების მიტევებაც კი შეუძლია.