თეგებით ძიება

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ურნიდან ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ურნიდან ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს.. ამის შესახებ ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ირაკლი ფანგანი აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

ცნობისთვის, 24 იანვარს პოლიციამ ირაკლი განგანი ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა