რა გაძლევთ ენერგიას და რა გზით შეივსოთ დეფიციტი - ტესტი
ენერგია ჩვენი სხეულის და სულის საწვავია, მისი დეფიციტი კი მალევე აისახება ძალის ნაკლებობით, რაც ადამიანის ყველა ცხოვრებისეულ სფეროზე დიდ გავლენას ახდენს.
ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი გაიგოს ადამიანმა, თუ რა აძლევს ენერგიას და რა გზით შეივსოს ენერგიის დეფიციტი, იმისათვის, რომ იყოს მუდამ ტონუსში და ჰარმონიაში?!
მაშ ასე, მზად ხართ გაიგოთ კონკრეტულად თქვენი ენერგიით შევსების გზა? ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტესტს: "რა გავსებს ენერგიით“
მოდუნდით და შეისწავლით ფოტოზე გამოსახული თითოეული ჭურჭელი და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ.
პასუხები იხილეთ თავისი განმარტებით ნუმერაციის მიხედვით:
1. თქვენი ენერგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნებასთან, ამიტომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია ბუნებაში განმარტოება, მწვანე მცენარეების, ხეების გარემოცვაში. ან სეირნობა სკვერში/ტყეში. ეს ნამდვილად შეგავსებთ ენერგეტიკულად. როდესაც ბუნებასთან დიალოგს ამყარებთ, გონება იხსნება, ნათდება და ამ დროს საუკეთესო იდეები მოგდით გონებაში.
2. თქვენთვის ძალიან ახლოა წყლის სტიქია, ამიტომ ენერგიის გაზრდისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება თქვენთვის ცურვა, სასურველია ზღვა, მაგრამ არომატული აბაზანაც შესანიშნავად შეგივსებთ ენერგო დეფიციტს ბალანსისთვის.
3. თქვენ ჰაეროვანი ადამიანი ხართ, ამიტომაც ძალიან აფასებთ თავისუფლებას და პირად სივრცეს. ამაშია ზუსტად თქვენი ენერგიის საიდუმლოება. თქვენ გჭირდებათ განმარტოება, სიჩუმე, იმისათვის, რომ კონტაქტი დაამყაროთ საკუთარ სულთან და გაიგოთ რა სურს თქვენს სულს სინამდვილეში. ყოველივე ეს ახდენს თქვენს გადატვირთვას და შევსებას, იდეალური ვარიანტი იქნება განმარტოება მედიტაციისთვის.
4. თქვენი ენერგიის დანამატი იმალება სიყვარულში. თქვენ აღგაფრთოვანებთ ის პროცესი, თუ როგორ გამოხატავთ და შეიგრძნობთ სიყვარულს. ამიტომ ენერგო დისბალანსის პერიოდში მნიშვნელოვანია გაიაზროთ ვისი სიყვარულია თქვენთვის სუფთა და გულწრფელი და რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ერთად.
5. თქვენი ენერგია მთვარესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ამიტომ ენერგიის დეფიციტის პერიოდში მოიწყვეთ "ღამის სეირნობა“. მიმართეთ მთვარის ენერგიას რიტუალების და პრაქტიკების მეშვეობით, ეს თქვენთვის სასიკეთო იქნება.
6. დისბალანსი თქვენში შეიძლება ქაოსმა და გაუგებრობამ გამოწივიოს. ამიტომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება წესრიგის დამყარება და სისტემური ხასიათის მიცემა იმისათვის, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ. შეადგინეთ გრაფიკი, მიჰყევით დინამიურად, ეს მოგცემთ სტიმულს შექმნათ ის, რაც გსურთ და ეს კი თქვენს ენერგიასა და ჰარმონიას გაზრდის.