თეგებით ძიება

კვირის რომელ დღეს დაიბადეთ - გაიგეთ, რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ადამიანის ცხოვრებაზე

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ დაბადების მომენტის ყველა დეტალი გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კვირის ის დღე, რა დღესაც ადამიანი დაიბადა.

გაიგეთ, რა გავლენას ახდენს დაბადების დღე შემდგომში თქვენს ცხოვრებაზე.

ორშაბათი

თუ თქვენ დაიბადეთ ორშაბათს, მაშინ თქვენ ხართ მიზანსწრაფული ადამიანი და მუდამ მზად ხართ საინტერესო თავგადასავლებისთვის. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი და ოჯახური სიმყუდროვე. ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი.


სამშაბათი

საშინლად ვერ იტანთ კრიტიკას. ხართ პირდაპირი და მოსაუბრეს სიმართლეს ყოველთვის პირში მიახლით. თქვენი დევიზია: „თუ ვხედავ მიზანს, არ არსებობს დაბრკოლება“.


ოთხშაბათი

ოთხშაბათს დაბადებულები უნივარსალური ადამიანები არიან, რომლებიც ყველა სიტუაციას შესანიშნავად ერგებიან. მათ ეჩვენებათ, რომ ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლიათ. წარმატებულები არიან სამსახურში და თავდაჯერებით მიიწევენ მაღლა, კარიერულ „კიბეზე“.


ხუთშაბათი

ხუთშაბათს დაბადებულებს მომაჯადოებელი ქარიზმა გააჩნიათ და დაბადებულები არიან ლიდერობისთვის. მათი შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა შესაძლოა ბევრს შეშურდეს.


პარასკევი

ისინი ნამდვილი შემოქმედებითი პიროვნებები არიან. საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებულები, მუდამ მზად არიან პირველები მივიდნენ დასახმარებლად. პარასკევს დაბადებული ადამიანები, არც თუ ისე იშვიათად ფლობენ შესანიშნავ ექსტრასენსულ უნარებს.


შაბათი

100%-ით არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები. ძალიან პასუხისმგებლიანები და ჭკვიანები არიან. როგორც წესი, გარშემომყოფებისთვის საუკეთესო დასაყრდენები, თუმცა ამავდროულად ისინი ითხოვენ, მათაც ისევე მოექცნენ, როგორც თავად ექცევიან სხვებს


კვირა

თუ თქვენ დაიბადეთ კვირას, მაშინ სამყარომ უხვად დაგაჯილდოვათ ბრწყინვალე პირადული თვისებებით. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ და ხშირად კრიტიკა ძალიან ახლოს და მტკივნეულად მიგაქვთ გულთან. თქვენი წყენინება ადვილია. ამავდროულად, თქვენ პოზიტიურად უყურებთ ცხოვრებას და ამ განწყობას გარშემომყოფებსაც გადასდებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა