თეგებით ძიება

„ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - ხელისუფლებას ამ შემოდგომაზე საკუთარი თავის დასრულების ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, რეესტრის შექმნა გათვლილია საზოგადოების დაპირისპირებაზე, შუღლის გაღვივებაზე და არჩევნებამდე ბრძოლის რეჟიმში მისვლაზე.

"ჩემი აზრით, ხელისუფლება შედის ისტერიულ რეჟიმში და ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში უშვებს შეცდომებს და ხალხს აღიზიანებს დამატებით. ეს რაღაცა რეესტრის შექმნაც ამ მიდგომის ერთ-ერთი პირმშოა. რომ გითხრათ ამაზე ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს" გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა