თეგებით ძიება

"მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების მცდელობა" - პუტინი ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

პუტინი ქართველ ხალხს "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 79 წლისთავს ულოცავს. პუტინმა მიულოცა დსთ-ს წევრი ქვეყნებისა და ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მარიონეტ "ლიდერებს" და ქართველ და მოლდოველი ხალხს. სიაში უკრაინა არ არის.

„მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების, ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა"- წერს პუტინი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია "შემდეგი თაობებისთვის იმ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა, რაც ჩვენს მამებსა და ბაბუებს ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა ".

პუტინი გამოთქვამს რწმენას, რომ "დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობა იქნება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა