თეგებით ძიება

„ქართული ოცნების რეიტინგი სადღაც 30%-ის ფარგლებშია, მაქსიმალური შედეგი რაც შეუძლია არჩევნებზე მიიღოს არის 40%. 40%-ზე ზევით 1 ხმასაც კი ვერ მიიღებს“ - ძაბირაძე

„ქართული ოცნების რეიტინგი სადღაც 30%-ის ფარგლებშია, მაქსიმალური შედეგი რაც შეუძლია არჩევნებზე მიიღოს არის 40%. 40%-ზე ზევით 1 ხმასაც კი ვერ მიიღებს“ - საინფორმაცია სააგენტო Top Information Agency პოლიტიკის ანალიტიკოსს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა და კითხვები დაუსვა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

„პროცესები მარტივად ვერ შეჩერდება, ქართულ ოცნებას არ უნდა კომპრომისზე წასვლა და დიდი ალბათობით მესამე მოსმენითაც მიიღებენ ე.წ. რუსულ კანონს. თუმცა ამით პროტესტი არ შეწყდება. წინ არის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურაც, შემდეგ კი ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოში მომზადდება სარჩელი. ზაფხულის პერიოდში ზოგადად პოლიტიკური აქტივობა წყდება და ახლაც განელდება პროტესტი, თუმცა სექტემბრიდან კვლავ განახლდება. ოპოზიციამ უნდა იზრუნოს იმაზე რომ ეს საპროტესტო მოძრაობა წინასაარცევნო კამპანიაში გადაზარდოს და ბრაზი არცევნებზე ხმებში კონვერტირდეს. არჩევნებამდე იქნება ძლიერი შიდა და გარე ზეწოლა ხელისუფლებაზე - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

„ოპოზიციაში უნდა მოხდეს გარკვეული გადაჯგუფება-გამსხვილება, პარტიები უნდა წარსდგნენ სწორი კონფიგურაციით ოქტომბერში, რაც უზრუნველყოფს ქუჩის საპროტესტო ტალღის საარჩევნო ჭრილში გადაყვანას. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება“ ვეღარ შეძლებს უმრავლლესობის მიღებას და ერთპარტიული ძალაუფლების შენარჩუნებას - აცხადებს ძაბირაძე. ის ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროტესტი იყოს მშვიდობიანი - „ძალიან მშვიდობიანი უნდა იყოს პროტესტი, რადგან ხელისუფლებას არ მიეცეს მცირე შესაძლებლობაც კი მას ძალადობრივი იარლიყი მიაწებოს და ხელი მისცეს რეპრესიებს. მმართველი პარტია ეძებს საბაბს ამისთვის. როდესაც საპროტესტო მოძრაობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, ბუნებრივად მყარდება ურთიერთობა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. აქციების მშვიდობიანი ბუნება პოლიციას დემონსტრანტების მიმართ განაწყობს. მათზე შეურაცხყოფა არ უნდა ხდებოდეს. მათაც აქვთ საკუთარი სოციუმი და არ არიან იზოლირებულები გარე სამყაროსგან. წნეხი მოქმედებს და არაა მარტივი დაშალონ აქციები, საქართველოში ეს ცუდათ გასაკეთებელი საქმეა“.

„ქართული ოცნების რეიტინგი სადღაც 30%-ის ფარგლებშია, მაქსიმალური შედეგი რაც შეუძლია არჩევნებზე მიიღოს არის 40%. 40%-ზე ზევით 1 ხმასაც კი ვერ მიიღებს. გვარამია/მელიას პარტია ახალს, ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. მთავარია ლელომ და გახარიამ შეძლონ სწორი კონფიგურაცია. არასაკმარისად მუშაობენ, თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევაა დრო. ოცნებას ამომრჩევლის მატების რესურსი არ აქვს, მისი ამოცანა დღეს ისაა, რომ ისიც არ დაკარგოს რაც აქვს. ჩემი აზრით „ქართული ოცნება“, როგორც ერთპარტიული მართველი უკვე დასრულებულია. 

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა