თეგებით ძიება

სისხლიანი დაპირისპირება ნიკორაში - მომხმარებელმა სუპერმარკეტის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა

"ნიკორას" დიღმის მასივის ფილიალში ინციდენტი მოხდა - მომხმარებელმა სუპერმარკეტის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა - შემთვევა გუშინ მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, თუმცა უცნობია, რა გახდა კამათის მიზეზი.
სისხლიანი დაპირისპირება სწორედ იმ ფილიალში მოხდა, რომლის გვერდითაც პოლიციის შენობაა. სუპერმარკეტში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია, რაც შეეხება დშავებულს, ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი, ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა დამნაშავე. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა