თეგებით ძიება

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფოთში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ძალოვანი უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა