თეგებით ძიება

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ოკუპირებულ სამაჩაბლოში, ტყვეობაში თითქმის ორი თვე გაატარა, რუსეთს უჩივის და სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ - ამ სახელწოდებით ახალი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე კვირაში უნდა გაიგზვნოს.

კომპენსაციის სახით კი ექიმმა შესაძლოა სიმბოლურად - 1 ლარი მოითხოვოს.

"რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაცია იქნება ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო რუსეთის ბულინგის ქვეშაა", - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი.

აღნიშნულ სარჩელზე ცენტრი "ემპათია" მუშაობს. გაფრინდაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს. იურისტები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, ცენტრი კი წამების მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა