თეგებით ძიება

დავით გარეჯის საქმეში გამოძიება მაღალჩინოსნებზე გავიდა?! – ვინ დაიბარეს პროკურატურაში

დავით გარეჯის საქმეზე შესაძლოა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

დღეს გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე. ის საგამოძიებო უწყებას ჩვენებას 12:00 საათზე მისცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჯგალაძის მორიგი დაკითხვა საქმეში არსებულ ახალ გარემოებებს უკავშირდება, რის საფუძველზეც არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა დადგეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დავით გარეჯის საქმეზე ბრალი დელიმიტაციის კომისიის ყოფილ წევრებს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აქვთ წარდგენილი. ბრალდების თანახმად, საუბარია საქართველოს ტერიტორიების უკანონო დათმობის მცდელობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა