თეგებით ძიება

ბინას ჩავდებ და გამოვიყვან - ივერი მელაშვილის ცოლი

"ბინას ჩავდებ და გამოვიყვან" — განაცხადა ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ შესაძლო გათავისუფლებაზე.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდოთ.

"საერთოდ არ არის დანაშაული მანდ, მაგრამ, მთავარია ჯერ წინასწარიდან გამოვიდეს და რა თქმა უნდა დამტკიცდება ისიც [უდანაშაულობაც]", — განაცხადა თამარ სულაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მას ესწრებიან ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. პარალელურად, სასამართლოსთან მათი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა