თეგებით ძიება

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის რომ საგამოძიებო ქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა